დაუბრუნდი ერთი დღით შენს ფუძეს" - ამ ლოზუნგით, 27 აგვისტოს, ამბროლაურში რეგიონული ფოლკლორული დღესასწაული "ფუძეობა" აღინიშნა. ფესტივალის ძირითადი გზავნილი რაჭიდან წასული რაჭველების საკუთარ ფუძეზე დაბრუნებაა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო რეგიონის ფოლკლორული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი, სამეწარმეო მარკეტი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საპატიო მოქალაქეების და დამსახურებული მოღვაწეების დაჯილდოება/დასაჩუქრება და დღის დასკვნითი კონცერტი. ღონისძიებას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ოჯახთან ერთად, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, რწმუნებულის მოადგილეები, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. პირველად ფესტივალი 1988 წელს რაჭაში ჩატარდა. "ფუძეობა" კომპანია "ჯეოტურისტის" საავტორო სოციალური პროექტია, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში ტურიზმისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობა