სახელმწიფო რწმუნებულმა -პაპუნა მარგველიძემ დედის დღე ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სომიწოში მცხოვრებ ექვსი შვილის დედას- აგნეშკა ტერეზა სიეიკოვსკა-კობერიძეს და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში მცხოვრებ, მსოფლიო ჩემპიონების ნიკა და ავთო კენჭაძეების დედას- ელიზა გაბიანს პირადად მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ქალბატონი აგნეშკას მეუღლე მამა გიორგი კობერიძეა, რომელიც ონში გაბრიელ მთავარანგელოზის ეკლესიაში მსახურობს და მეუღლესთან ერთად ექვს შვილს ზრდის.
ავთო და ნიკა კენჭაძეები ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან არიან, ძმები სპორტსმენები თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ატარებენ და კვლავ აგრძელებენ წარმატებულ ასპარეზობას.
‘’ მიხარია, რომ ძმების წარმატებული ასპარეზობა ჩვენს რეგიონს და ქვეყანას ღირსეულად წარმოაჩენს, ისინი საუკეთესო მაგალითს აძლევენ მომავალ თაობას და ხელს უწყობენ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას. ყველა დედას გისურვებთ, რომ გქონოდეთ იმის ძალა და შესაძლებლობა, ჩაუნერგოთ შვილებს სულიერი ფასეულობები და აღზარდოთ ისინი განათლებულ და წარმატებულ ადამიანებად’’ აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ.