ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხელედში, ლესემასა და ხოფურში ცენტრალური, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ პედაგოგებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მოსახლეობის კითხვებს მასწავლებელთა სერთიფიცირების, მაღალმთიანობის დანამატისა და სხვა საკითხების შესახებ უპასუხა. მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან ერთად სოფლებში არსებულ პრობლემებზე, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების მნიშვნელობაზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე- კახა კუჭავა ესწრებოდა, რომელმაც მოსახლეობის შეკითხვებს ჰესების მშენებლობისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე უპასუხა. -ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძირითად საჭიროებად წყალმომარაგების სისტემის მოწყობა და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია დასახელდა. სოფ.ხელედის მოსახლეობის ძირითად მოთხოვნად კი, ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი გზის ბავარის გავლით მშენებლობა გამოიკვეთა, რომელიც სოფლების მაცხოვრებლებისთვის მიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. სოფლის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრას ასევე, პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი ბადრი ლიპარტელიანი,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი,მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი გიორგი მაქარაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ➡ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები სხვადასხვა რეგიონის ადგილობრივ მოსახლეობასთან პერმანენტულად იმართება, რისი მთავარი მიზანი, ქვეყნის ბიუჯეტის ყველა მიმართულების მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით დაგეგმვაა.