სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტში, პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსებული ხის გადამამუშავებელი მცირე საამქრო დაათვალიერა, რომლისთვისაც ბენეფიციარმა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 10 000 ლარის დაფინანსება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ 2013–17 წლებში რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში პროგრამა ,,აწარმოე საქართველოს" ფარგლებში 550-ზე მეტი ბენეფიციარი დაფინანსდა.