რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ, მაჟორიტარ დეპუტატთან- გოჩა ენუქიძესთან ერთად სამხარეო ადმინისტრაციისა და რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელებს მოადგილე ოფიციალურად წარუდგინა.

აღნიშნული თანამდებობა ლევან ზალკალიანმა დაიკავა, რომელიც 2020 წლიდან 2021 წლამდე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის პოზიციას იკავებდა. გასულ წლებში კი იმავე სამსახურში სხვადასხვა განყოფილებას ხელმძღვანელობდა, აგრეთვე 2009 წლიდან 2020 წლამდე იყო ამბროლაურის რაიონული პროკურორი.
ლევან ზალკალიანი პროფესიით იურისტია, იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
‘’დარწმუნებული ვარ, ლევან ზალკალიანი თავის გამოცდილებასა და დაგროვილ ცოდნას სასიკეთოდ მოახმარს ჩვენს რეგიონს. შრომით, მეტი ენთუზიაზმით და ერთმანეთის გვერდში დგომით ჩვენ შევძლებთ რეგიონის განვითარებისათვის წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას’’- აღნიშნა პაპუნა მარგველიძემ.
თავის მხრივ, ლევან ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო რწმუნებულს, გამოცხადებული ნდობისთვის და აქტიური მუშაობისთვის მზადყოფნა გამოთქვა