სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე ცაგერის მუნიციპალიტეტში მოქმედი, რამდენიმე წარმატებული სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივის წამომადგენლებს შეხვდა და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნო.
აღნიშნულმა კოოპერატივებმა (,,ქულბაქი", ,,ნერგები", მარანი"), რომელთა ძირითად მიმართულებას მეთევზეობა, მეფუტკრეობა, მევენახეობა-მეღვინეობა წარმოადგენს, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამისა და დონორი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით დაფინანსება მოიპოვეს და საქმიანობის სფერო გააფართოვეს.