სახელმწიფო-რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის ორგანიზებით 6 ივნისს, ქალაქ ამბროლაურში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფმა მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, თემაზე- ,,კულტურის სტრატეგია 2025".
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კულტურის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტის ,,კულტურის სტრატეგია 2025"განხორციელების მიზნით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სმინისტრომ შეიმუშავა და საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ,,კულტურის სტრატეგიის უწყებათაშორისი სამოქმედო გეგმა 2017–18 ", რომელიც განსაზღვრავს ყველა სამთავრობო უწყების მიერ დაგეგმილ აქტივობებს კულტურის სფეროში.
აღნიშნულ შეხვედრაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მიერ ,,კულტურის სტრატეგიის 2018" წლის სამოქმედო გეგმების შემუშავება - პრინციპები და მეთოდოლოგია იქნა წარმოდგენილი პრეზენტაციების სახით.