ლენტეხში მრავალპროფილიანი კლინიკა გაიხსნა. სამედიცინო დაწესებულება 12 საწოლზეა გათვლილი. კლინიკაში მიმღები, ამბულატორიული, რეანიმაციული, ლაბორატორიული, რადიოლოგიური, ქირურგიული და თერაპიული განყოფილებები მოქმედებს. ფუნქციონირებს ორი საოპერაციო ბლოკი.
მრავალპროფილიანი კლინიკა თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი. ის ადგილობრივ და ახლომდებარე მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მოემსახურება. ახალგახსნილ სამედიცინო დაწესებულებაში 60 პირი დასაქმდა.