25 აპრილს, სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ გაფართოებული თათბირი ჩაატარა, რომელსაც რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
თათბირის მიმდინარეობისას თავიანთი საქმიანობის ანგარიშები წარმოადგინეს ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სატყეო სააგენტოს, სურსათის უვნებლობის, პრობაციის და სხვა სამსახურების წარმომადგენლებმა.
ისაუბრეს მთის გზებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რეგიონში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებზე, მიმდინარე ხვნა–თესვის სამუშაოებზე, კოლხური ბზის მავნებლის პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ და სხვა საკითხებზე.
გუბერნატორმა ყურადღება გაამახვილა განხორციელებულ პროექტებზე და აღნიშნა,რომ მნიშვნელოვანია სწორად განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, არახარისხიანად შესრულებულ სამუშაოებზე კი, შესაბამის სამსახურებს მკაცრი რეაგირების მოხდენა მოსთხოვა.