8 მარტს, სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ქ. ამბროლაურში მცირე საკონდიტრო საწარმო გაიხსნა.
საკონდიტრო "იდეალი" ' სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, გუბერნატორის მოადგილესთან გიორგი გონაძესთან და პროექტ ,,აწარმოე საქართველოში" წარმომადგენლებთან ერთად სიმბოლურად გახსნა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მცირე ბიზნესის განვითარებისთვის, რაც ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.
პროექტის ფარგლებში გაერთიანებულმა ბენეფიციარებმა 8500 ლარიანი გრანტი მოიპოვეს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 600–მდე ბენეფიციარი დაფინანსდა