13 მარტს, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის მიერ, პროექტ ''დავასუფთაოთ საქართველო"–ს პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები და მუნიციპალიტეტების მერიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის მიზანი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ნარჩენებთან დაკავშირებით საერთაშორისო ვალდებულებები, ევროპული გამოცდილება და რეგიონებში საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის პერსპექტივები. ასევე, ისაუბრეს საფრთხის შემცველი ნარჩენების ნაგავსაყრელის საჭიროებაზე.
შეხვედრის ფარგლებში, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი ერთ–ერთ ყველაზე უსაფრთხო და სუფთა რეგიონად დასახელდა