8-9 ივნისს "საქართველოს ონკოლოგიურ პათოლოგიათა პრევენციის ფონდი"-ს ხელმძღვანელის მარიამ შელეგიას ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის ინიციატივითა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მოსახლეობის უფასო გასინჯვის აქცია გაიმართა.
აქციის ფარგლებში 300–მდე ადამიანის გასინჯვა და 1000–მდე კვლევის ჩატარება განხორციელდა.
აქციის მიმდინარეობას მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე მის მოადგილეებთან და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
"საქართველოს ონკოლოგიურ პათოლოგიათა პრევენციის ფონდსა" და რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს მჭიდრო თანამშრომლობას, მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის კუთხით(უფასო სამედიცინო კონსულტაციების, უფასო გამოკვლევების ჩატარებას)
გუბერნატორის ადმინისტრაცია მადლობას უხდის "საქართველოს ონკოლოგიურ პათოლოგიათა პრევენციის ფონდი"-ს ხელმძღვანელს მარიამ შელეგიას, აქციაში მონაწილე კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და ქირურგიის ეროვნული ცენტრის წამყვან სპეციალისტებსა და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი–ამბროლაურის მენეჯერს გაწეული დახმარებისთვის!