13 ივნისს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ.მელეშში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ონიანების ოჯახს, ჰუმანიტარული დახმარება გადაეცა.
ოჯახს აღნიშნული დახმარება რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ბადრი ლიპარტელიანის მხარდაჭერით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ გადასცა.
დაზარალებულ ოჯახს, საყოფაცხოვრებო ნივთებთან და ჰიგიენურ ამანათებთან ერთად, საოჯახო ტექნიკაც გადასცეს.
ამჟამად, ონიანების ოჯახი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის შეთავაზებით, ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამით სარგებლობს. უახლოეს მომავალში კი მუნიციპალიტეტისგან ერთჯერად დახმარებას 5000 ლარს მიიღებს.
სოფელ მელეშში, წითელი ჯვრის წარმომადგენლებთან ერთად, მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი გიორგი მაქარაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.