სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, დარგის გაჯანსაღების მიზნით გარკვეული სიახლეები იგეგმება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში.
„დაცული ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარის“ შემთხვევაში შეგვაქვს ცვლილებები ღვინის სპეციფიკაციაში, რომლის მიხედვითაც 2019 წლიდან „ხვანჭკარის“ გადამუშავების პროცესი უნდა მოხდეს უშუალოდ ადგილწარმოშობის ზონაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სიახლეა რეგიონის მაცხოვრებლებისათვის და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის. ეს უნდა იყოს უმტკივნეულო გადასვლა და ღვინის კომპანიებს ვაძლევთ ვაას, რომ 2019 წლისთვის დაიჭრონ თადარიგი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
განსაკუთრებული მნიშვნელობიდან - დაცული ადგილწარმოშობა - გამომდინარე, 2017 წლის რთველის სეზონზე სუბსიდია შენარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში „ხვანჭკარის“ ჯიშებზე - ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე - 1კგ-ზე გაიცემა 2 ლარი.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან შეიზღუდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან სახვანჭკარე ჯიშების (მუჯურეთული, ალექსანდროული) სხვა რეგიონში გადამუშვების მიზნით გატანა. მთავრობის გადაწყვეტილება - 2017 წლის რთველის ფარგლებში მოახდინოს მუჯურეთულისა და ალექსანდროულის სუბსიდია - რაჭაში ღვინის გადამამუშავებელი საწარმოების განვითარების მხარდაჭერას ითვალისწინებს.