მიმდინარე სამუშაოები, ადგილზე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-პაპუნა მარგველიძემ, რწმუნებულის პირველმა მოადგილემ -ქრისტინა კობახიძემ, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა- გოჩა ენუქიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ -დავით გოგლიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ- ასლან საგანელიძემ მოინახულა.
პროექტის ფარგლებში სოფელ ხოტევში არსებულ „ნასხვეტას წყაროს“ ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. მოეწყო მოსასვენებელი და მცირე საპარკინგე ადგილი, პანორამული გადასახედი და აუზი. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 261 377 ლარი შეადგენა.
აღნიშნული სივრცე ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე უცხოელი ვიზიტორებისთვის ტურისტულად მიმზიდველი ზონის შექმნას.