ქალაქ ონში სპორტული კომპლექსის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კომპლექსი აერთიანებს საკალათბურთო და საფეხბურთო მოედანს, გასახდელებს, საშხაპეებს, სასტუმრო ნომრებს და ადმინისტრაციულ ოთახებს. რეკონსტრუქციის სამუშაოები, რომელთა სახელშეკრულებო ღირებულება 740 000 ლარს შეადგენს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.
24 სექტემბერს სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ონის მუნიციპალიტეტის მერთან და მერის მოადგილესთან ერთად, ქალაქ ონის სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა. გუბერნატორი სამუშოების განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენლებსაც შეხვდა და არსებული ხარვეზების გამოსწორებისკენ მიუთითა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც "შპს სიმვოლ-ის წარმომადგენლობა საქართველოში" ახორციელებს, 2017 წლის მაისში დაიწყო და 2018 წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება.