ამბროლაურში ბრატისლავა-რაჭის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება.
სახელმწიფო რწმუნებული- პაპუნა მარგველიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან- ზვიად მხეიძესთან ერთად, ბრატისლავა- რაჭის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა გაზონები, ტროტუარები, გარე განათებები, სანიაღვრე სისტემა, გარკვეული ადგილები მოპირკეთდება ქვაფენილით, გამწვანდება ტერიტორიის გარკვეული ნაწილები და განხორციელდება სხვა დამატებითი სამუშაოები.
სამუშაოებს ახორციელებს ამხანაგობა ‘’როიალბილდი’’ პროექტის სრული ღირებულება 4 300 000-მდე ლარს შეადგენს. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება, დაიწყო მიმდინარე წლის 19 აპრილს და დასრულდება 2022 წლისათვის.