სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მაქარაშვილი, ონის მუნიციპალიტეტში მხარედმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობის მიმდინარეობას მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.
პროექტი ითვალისწინებს, ორ სართულიან შენობას სადაც განთავსებული იქნება: საკონფერენციო დარბაზი, ფონდსაცავი, ბიბლიოთეკა ასევე მედიათეკისა და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცე. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ დაბრკოლებების გარეშე შეძლონ გადაადგილება.
ონის მუზეუმის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 5.5 მილიონი ლარია.
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, კულტურული მემკვიდრეობის არქეოლოგიურ, სახვითი ხელოვნების ნიმუშებს, ფოტომასალებს, ხელნაწერ წიგნებს და სხვა მნიშვნელოვან და ღირებულ მცირე კოლექციებს ინახავს. თანამედროვე სახის მხარედმცოდნეობის მუზეუმი ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას და რაჭის პოპულარიზაციას.