ამბროლაურის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში სოფ, წესისა და სოფ. ხიდიკრის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საჩუქრად სათამაშოები, საკანცელარიო ნივთები და სხვადასხვა სახის აქსესუარები გადაეცათ.
საჩუქრები ბავშვებს სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ქრისტინა კობახიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან თამარ ქევანაშვილთან და მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელთან მარიკა დვალთან ერთად გადასცა.
რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე ადგილზე გაეცნენ ბაღებში არსებულ მდგომარეობას და მოისმინეს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში არსებული სხვადასხვა საჭიროებები.