სახელმწიფო რწმუნებულმა -პაპუნა მარგველიძემ დედის დღე ლენტეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მსოფლიო ჩემპიონის, პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტის- ეთერ ლიპარტელიანის დედას ქალბატონ- ნინო ლიპარტელიანს და ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან, ოთხი შვილის დედას- მარიკა ბენდელიანს პირადად მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
‘’მინდა მივულოცო დედის დღე ქალბატონ- ნინო ლიპარტელიანს და მადლობა გადაუხადო ჩვენი ქვეყნისთვის საამაყო და სამშობლოს სიყვარულით გამსჭვალული შვილის აღზრდისთვის. განსაკუთრებულად გვეამაყება ის, რომ ეთერი ჩვენი კუთხიდანაა და ღირსეულად წარმოაჩენს, როგორც ჩვენს კუთხეს ისე ჩვენს ქვეყანას. ასევე უდიდესი პატივისცემა მინდა გამოვხატო- მარიკა ბენდელიანის, მრავალშვილიანი დედის მიმართ, მათი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, რომელიც დემოგრაფიული კუთხით უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას. მიუხედავად ყოველდღიური სირთულეებისა თქვენ ჩვენს ქვეყანას უზრდით ღირსეულ და საამაყო შვილებს’’ აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ.