თვითნასწავლი ფერმწერის მალვინა მუკბანიანის პირველი პერსონალური გამოფენა ფოლკლორის ცენტრის გალერეაში 15 ივლისს გაიხსნა. გამოფენა მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ დაათვალიერეს.