სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით და ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია მოეწყო, რომელიც ითვალისწინებდა სასაზღვრო და რეგიონის მასშტაბით განსაკუთრებით მაღალმთიან, დაცლის პირას მყოფ სოფლებში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის, მცირეკონტიგენტიანი საბავშვო ბაღების, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ოჯახებისთვის საახალწლო საჩუქრების გადაცემას.
სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა და სხვადასხვა კერძო თუ საჯარო სამსახურის წარმომადგენლებმა დამდეგი შობა–ახალი წელი რეგიონში მცხოვრებ 250–ზე მეტ ოჯახს პირადად მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
გუბერნატორის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც აქტიურად ჩაერთო საქველმოქმედო აქციაში: ამბროლაურის, ლენტეხის, ონის, ცაგერის მუნიციპალიტეტები, მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიურო, სატყეოს, გარემოს დაცვის, სურსათის უვნებლობის, სოციალური მომსახურების, პრობაციის რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის სამსახურები, რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, საქაერო ნავიგაცია, საავიცაო უშიშროება (ამბროლაური), გაზეთ ,,ამბროლაურის მოამბე“–ს რედაქცია, ამბროლაურის საავადმყოფო, ქ. ამბროლაურის განათლების რესურსცენტრი...
გუბერნატორის ადმინისტრაცია გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს! სიკეთისა და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს 2018 წელი თითოეული თქვენგანისთვის, ჩვენი მხარისა და სრულიად საქართველოსთვის!