6 აგვისტოს, ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმში მხატვარ მერაბ კაკაბაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. მხატვარი 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს შექმნილ ნამუშევრებს წარმოადგენს. " მანერა, ჟანრი არის განსხვავებული, მიდგომები, რათქმაუნდა 30-35 წელია იცვლებოდა ჩემი მსოფლმხედველობა, დამოკიდებულება მოვლენებისადმი, აბსტრაქციაც არის, ცოტა მითოლოგია,მისტიკური მომენტები და ეს ყველაფერი ცნობიერად თუ ქვეცნობიერად გადმოდიოდა ჩემს ნამუშევრებში "-აღნიშნავს მხატვარი. ნამუშევრები მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ მეუღლესთან ერთად დაათვალიერა. მერაბ კაკაბაძის პერსონალურ გამოფენას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე მეუღლეებთან და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სტუმრობდნენ. ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმში, დამთვალიერებლებს მერაბ კაკაბაძის შემოქმედების გაცნობა სექტემბრამდე შეუძლიათ.