რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ და რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ქრისტინე კობახიძემ, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ‘’ ფონდ ფეარ თრიის’’ " fair Trees foundation" წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტის "ხარისხიანი შინმოვლა ხანდაზმულებისათვის ამბროლაურში" მიღწევები და გამოწვევები. ასევე, გაიმართა მსჯელობა, სამომავლოდ ელექტრონული სისტემის დანერგვაზე შინმოვლის მომსახურებაში.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის პროექტი ემსახურება 100 მიზნობრივ ბენეფიციარს პროფესიული შინმოვლის სერვისებით " fair Trees foundation"-ის მხარდაჭერით. აღნიშნული პროექტი არის საპილოტე და ხორციელდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, თუმცა შესაძლოა, სამომავლოდ, აღნიშნული პროექტის განხორციელება დაიგეგმოს ონის მუნიციპალიტეტშიც.
სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ქრისტინე კობახიძემ მადლობა გადაუხადეს სტუმრებს ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებისთვის, აღნიშნეს, რომ ეს არის პროექტი, რომელიც ზუსტად პასუხობს მოსახლეობის საჭიროებებს. გამოთქვეს მზაობა სამომავლო თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის.