სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სსიპ ეროვნული საშენი მეურნეობის ხელმძღვანელებს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაცია ,,FAO''-ს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის ძირითად მიზანს, რაჭაში, სამონადირეო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ამ თვალსაზრისით ევროპული ტიპის სამონადირეო მეურნეობის შექმნასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა წარმოადგენდა.
საერთაშორისო ორგანიზაცია ,,FAO''-ს დაფინანსებით, საპილოტე პროექტის განხორციელება ლუხუნის ხეობაში იგეგმება.
სამონადირეო მეურნეობის შექმნა ხელს შეუწყობს ცხოველთა სახეობების აღდგენას, მხარეში ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარებას, მოსახლეობის დასაქმებას და სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას...