სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მაქარაშვილმა, ონის მუნიციპალიტეტში 28-29 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.
სოფელ ლაგვანთას ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა და მდინარის კალაპოტის წმენდა/ფორმირება მიმდინარეობს, ხოლო სოფელ საკაოს, ბასუკაანთ უბანში, მდ.ბოდეურაზე სამანქანო ხიდის რეაბილიტაცია ხორციელდება.
ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები აქიურ რეჟიმში მიმდინარეობს.