პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა საბჭოს სხდომაზე, ონლაინ პლატფორმის საშუალებით, მოადგილეებთან ქრისტინა კობახიძესთან და ლევან ზალკალიანთან, მუნიციპალიტეტების მერებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან და მათ მოადგილეებთან ერთად განიხილა, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი (CESL) - -ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) , გამოცხადებულ საპროექტო იდეების კონკურსზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილი ორი პროექტის საპროექტო განაცხადი:
სვანური ყოფაცხოვრების მუზეუმის მოწყობა;
აგრარული ბაზრის მოწყობა დაბა ლენტეხში;
სხდომამ იმსჯელა საპროექტო იდეების კონკურსზე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარდგენილი, ზემოთ ჩამოთვლილი, პროექტების შესახებ და აღინიშნა, რომ მათი განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
️ორივე საპროექტო იდეა ერთხმად იქნა მოწონებული საკონსულტაციო საბჭოს ყველა წევრის მიერ.
სამხარეო საკონსულტაციო საბჭო ხელს უწყობს მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ერთობლივ და კოორდინირებულ მუშაობას, რაც რეგიონის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.