სსიპ ქალაქ ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს, პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
17 მარტს, ამბროლაურის საგანმანთლებლო რესურსცენტრში დაჯილდოვდნენ წარჩინებული მოსწავლეები, რომელთაც უმაღლესი შეფასებით დაძლიეს საბაზო საფეხური.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ-ქრისტინა კობახიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან-ზვიად მხეიძესთან და რესურსცენტრის თანამშრომლებთან ერთად პორტაბელური კომპიუტერები 6 წარჩინებულ მოსწავლეს- ანა გელაშვილს, საბა გოგილიძეს, ნინო გოგოლაძეს, ნიკოლოზ ყრუაშვილს, კესო შარაბიძეს და დავით ცაგურიშვილს გადასცა.
აღსანიშნავია, რომ პორტაბელური კომპიუტერები წარჩინებულ მოსწავლეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გადაეცათ.