19 დეკემბერს, ქ. ამბროლაურში, დავით თორაძის სახელობის სახელოვნებო სამუსიკო სკოლის საანგარიშო კონცერტი გაიმართა.
ლამაზი ღონისძიება სამუსიკო სკოლის ძველმა და ახალმა თაობამ ერთად წარმოადგინა, საღამოს კი ამ დღისთვის საგანგებოდ მოწვეული წამყვანი ზაზა ალექსიძე უძღვებოდა.
წინასაახალწლო ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილემ გიორგი გონაძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს და აღნიშნა, რომ წარმოდგენილმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ახალგაზრდა თაობის ნიჭიერება, რაც თავის მხრივ პედაგოგების უდიდესი დამსახურებაა.
კონცერტი ულამაზესი ფეიერვერკით დასრულდა