4 ივლისს, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას შეხვდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე-ილია ბეგიაშვილი მხარის რწმუნებული-არჩილ ჯაფარიძე და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი რეგიონში-გოჩა ენუქიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. შეხვედრაზე სოფლის პროგრამის ფარგლებში პროექტების მიმდინარეობა განიხილეს, მოსახლეობამ გამოთქვა მადლიერება, რომ აღნიშნული პროგრამის დახმარებით პრობლემების ნაწილი სოფლებში აღმოფხვრილია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისგან მიმდინარე საჭიროებები მოისმინეს და ის ძირითადი პრიორიტეტები გამოიკვეთა, რომელიც გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას. " ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა, მოსახლეობისგან პირადად ვისმენთ საჭიროებებს, რომელიც გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში. ჩვენი გუნდის ხედვაც გახლავთ პირდაპირი და უშუალო კომუნიკაცია მოსახლებასთან, მათი პრობლემების და ჩვენს რეგიონში არსებული გამოწვევების დროული გადაწყვეტის მიზნით. აღნიშნული შეხვედრები ინტენსიურად გაგრძელდება და ყველა სოფელში ადგილზე გავეცნობით ჩვენი მოქალაქეების საჭირობებს."-აღნიშნა არჩილ ჯაფარიძემ ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების მოსახლეობისგან ძირითად პრიორიტეტებად გაზიფიკაციისა და საკანალიზაციო ქსელის მოწყობის საკითხები დასახელდა.