ცაგერის მუნიციპალიტეტში ‘’ტურისტული საინფორმაციო ცენტრის’’ ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
️რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა- გოჩა ენუქიძემ დასრულებული ‘’ტურისტული საინფორმაციო ცენტრის’’ ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, სახელმწიფო რწმუნებულთან- პაპუნა მარგველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 144 748 ლარი შეადგინა.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა ტურიზმის ცენტრის ეზოს შემოღობვა და კეთილმოწყობა, გაკეთდა განათება. პროექტი ასევე მოიცავდა ‘’რუსთაველის ქუჩაზე’’ უსაფრთხოების კუნძულების და ‘’კეჭნარის’’ პარკთან საყრდენი კედლის მოწყობას.
‘’ტურისტული საინფორმაციო ცენტრის’’ შენობამ 2022 წლის 1 მარტიდან დაიწო ფუნქციონირება და მასში ა(ა)იპ ,,ტურიზმის განვითარებისა და ძეგლთა დაცვის ხელშეწყობის ცენტრი" განთავსდა.