დღეს სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს ლაშა შალამბერიძეს შეხვდა.
ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ განახლებული ექსტენციის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
მისი განმარტებით, განახლებული ექსტენციის ძირითადი მიმართულებები მოიცავს დარგობრივი ცოდნის გაზიარებას და აგრარული მიმართულებით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ციფრული პლატფორმის საშუალებით, ექსტენციონისტი მოახდენს ფერმერთა პრობლემებზე ოპერატიულ რეაგირებას. ფერმერებს საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ ელექტრონული ბიბლიოთეკით (elibrery.mepa.gov.ge) და სადემონსტრაციო ნაკვეთების ერთიანი ქსელის მონაცემებით.
სასოფლო-სამეურნეო ექსტენცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სოფლის განვითარების სააგენტოს 9 რეგიონული სამსახურისა და 45 საინფორმაციო-საკონსულტაციო მუნიციპალური ცენტრის საშუალებით ხორციელდება.
გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დახმარებით, საქართველოს ოთხ რეგიონში - სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და გურიაში გაუმჯობესდა ექსტენციის ცენტრების ციფრული ინფრასტრუქტურა, ექსტენციონისტებს დაურიგდათ ლეპტოპები და პლანშეტები, ექსტენციის ცენტრები აღიჭურვა საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით, პორტატული პრინტერებითა და სხვა საოფისე მოწყობილობებით.
შეიქმნა ექსტენციონისტებისათვის სპეციალური პლატფორმა, რომლითაც ხორციელდება ფერმერთა მომსახურება საველე პირობებში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ გასატარებელ ღონისძიებებს.
ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები მეფუტკრე-ფერმერებთან თანამშრომლობით, კოორდინირებულად დაიგეგმება.
აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ -ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის უფროსი- ანა კანთელაძე, ფონდი ‘’აფხაზინტერკონტი’’-ის გამგეობის თავმჯდომარე- არჩილ ელბაქიძე, ფონდი ‘’აფხაზინტერკონტის’’ პროექტის კოორდინატორი- თამარ ელბაქიძე და საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლები