შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 129-ე კმ-ზე (საგლოლოსთან) ჩამოსულია დიდი მოცულობის ზვავი, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, გუბერნატორის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.
ამ ეტაპისთვის მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.