ამბროლაურში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიებები იმართება, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სხვადასხვა აქტივობებს მართავს. ღონისძიებას ესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე -ოჯახთან ერთად, რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ამბროლაურის ცენტრში დამთვალიერებლებისთვის 10-მდე პავილიონი მუშაობს, მათ შორის: ინოვაციური შემეცნებითი კუთხე, ბავშვებისა და მოზარდებისთვის სხვადასხვა სახის და შინაარსის მასტერკლასები, ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა, შემეცნებით გასართობი პროგრამა და სხვა. #ცოდნასმივყავართთავისუფლებამდე!