რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მასშტაბური დასუფთავების აქცია გაიმართა.
ფართომაშტაბიან კამპანიაში "დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო" მონაწილეობა სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს.
აქციის ფარგლებში მხარის მასშტაბით ღირსშესანიშნავი და ტურისტულად მიმზიდველი ადგილები დასუფთავდა.
სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია მოგმართავთ თხოვნით – ნუ დავაბინძურებთ გარემოს! ერთად ვიზრუნოთ ჩვენი მხარის სისუფთავესა და სილამაზეზე!