14 მარტს ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნანარში, ჟორდან ქურასბედიანის საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე სოფელ ნანარში, შემთხვევის ადგილზე, სიტუაციის გასაცნობად პირველ მოადგილესთან გიორგი მაქარაშვილთან, მოადგილესთან ლაშა ჭიჭინაძესთან, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელთან ქრისტინე კობახიძესთან და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან ბადრი ლიპარტელიანთან ერთად იმყოფებოდა.
დაზარალებული ოჯახი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებმაც მოინახულეს და პირველადი საჭიროების ნივთები მიუტანეს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის შესწავლა, ჟორდან ქურასბედიანს და მის ოჯახის წევრებს გაეწევა კანონით გათვალისწინებული ყველა სახის დახმარება, ასევე განხორციელდება მათი საცხოვრებელი ქირით უზრუნველყოფა.