დღეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩს რან გიდორს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრის თანამშრომლობასა და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს. ისრაელის ელჩმა მოისმინა დეტალური ინფორმაცია რეგიონში ბიზნესის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, კულტურისა და საგანმანათლებლო მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
შეხვედრა, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ირმა მაქარაშვილი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ესწრებოდნენ.