18 ივლისს, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, გუბერნატორის მოადგილესთან–გიორგი გონაძესთან ერთად ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმს ეწვია და გამოფენილი ნამუშევრები დაათვალიერა.
საგამოფენო სივრცეში ამჟამად, მხატვარ ნინო ლაიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო.
ნამუშევრები აბსტრაქტული ხასიათისაა და სხვადასხვა თემატიკაზეა შექმნილი.
ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმში ცნობილი და შედარებით ნაკლებად ცნობილი მხატვრების 600-მდე ნამუშევარია დაცული. მათ შორისაა – ფერწერა, გრაფიკა და ქანდაკება