15 თებერვალს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ავსტრიის განვითარების სააგენტოს პროექტების ხელმძღვანელი- ვახტანგ მშვიდობაძე და მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსი- გიორგი მაქარაშვილი ესწრებოდნენ. ↘️ შეხვედრის მიზანს, რეგიონში დაგეგმილი სოფლის მეურნეობისა და სამთო ტურიზმის განვითარების პროექტი წარმოადგენდა. ✔️ 2019 წლიდან, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონების განვითარების ხელშესაწყობად, პროექტის - „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)“, განხორციელება იწყება. ✔️პროექტს, რომლის ღირებულება 6,8 მილიონ ევროს შეადგენს, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივი დაფინანსებით, ავსტრიის განვითარების სააგენტო განახორციელებს. ↘️ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო პერსპექტივები და იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს. ✔️შეხვედრას ასევე, რწმუნებულის მოადგილე ლევან ქვათაძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი -ზვიად მხეიძე და მერის მოადგილე -გიორგი დონაძე დაესწრნენ.