გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომელთა შვილებისთვის ,,საახალწლო ნაძვის ხე" მოეწყო. წინასაახალწლო მიღება მხარის გუბერნატორის - არჩილ ჯაფარიძის ინიციატივით გაიმართა. ბავშვებმა ნაძვის ხის მორთვასა და მხიარულ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა, მათთვის საგანგებოდ მომზადებული საახალწლო ტორტი გაჭრეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.