ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა
პროექტის ფარგლებში, არსებული დაზიანებული სატუმბი სადგურის ნაცვლად მოეწყო ახალი შენობა, დამონტაჟდა 2 მძლავრი, მშრალი ტუმბო. მოხდა შენობაში ელექტრო გაყვანილობის მოწყობა. გადაიხურა წყლის სათავე ნაგებობა 80 კვ.მ მეტალის კონსტრუქციითა და ფერადი თუნუქის სახურავით საიდანაც ხდება წყლის ამოტუმბვა. სათავეზე ჩაიდგა შლამის გამწმენდი ტუმბო, რომელიც უზრუნველყოფს წყლის დაბინძურებისაგან დაცვას.
სამუშაოები, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორცილდა, რომლის ღირებულებამ 184 872 ლარი შეადგინა.
განხორციელებული სამუშაოების შედეგად სოფელ ნიკორწმინდაში 800 ოჯახი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ, დასრულებული პროექტი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან- დავით გოგლიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან- ასლან საგანელიძესთან ერთად მოინახულა.