ქ. ამბროლაურში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.
დაწყებულია მეორე რიგის სამუშაოები, რომლის ღირებულება 1 676 026 ლარს შეადგენს.
მოედნის დასრულების შემდეგ ამბროლაურს საშუალება მიეცემა უმასპინძლოს სხვადასხვა გუნდების შეკრებებს და მნიშვნელოვან სპორტულ შეხვედრებს.
პროექტის ფარგლებში კეთდება ფიფას სტანდარტების შესაბამისი 2 სტადიონი, 500 კაცზე გათვლილი ტრიბუნა, დამხმარე შენობა-ნაგებობები, კომუნიკაციები და სხვა...
21 ივნისს, მიმდინარე სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ დაათვალიერა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი ფეხბურთის მოედანი ხელს შეუწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას, ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას...
#რაჭა #ამბროლაური
#ინფრასტრუქტურა2018
#გაიცანირაჭაუფროკარგად