15 მარტს, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტში, ძუღურის წყლის მცირე საწარმო დაათვალიერა.
საწარმომ ფუნქციონირება ახლახან დაიწყო და საშუალოდ დღე–ღამის მანძილზე 6000 ბოთლის ჩამოსხმას გეგმავს.
სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ მეწარმეობის განვითარება მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მცირე ბიზნესის განვითარებისთვის, რაც ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას