დღეს, 17 მაისს, საჯარო სკოლებში მეთორმეტე კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. საზეიმო ღონისძიებებს ლაჯანის საჯარო სკოლაში მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებთან გიორგი მახათაძესთან, მიხეილ მეშველიანთან და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსთან-გიორგი მაქარაშვილთან ერთად დაესწრო, მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატება უსურვა ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპზე. სპეციალურად ამ დღისთვის, ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაცია მოამზადეს, რომელიც მათ ტაო-კლარჯეთში მოგზაურობას ასახავდა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატის დაფინანსებით იმყოფებოდნენ. ბოლო ზარი დაირეკა ქ.ამბროლაურის საჯარო სკოლებშიც. ამბროლაურის მე-2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს რწმუნებულის მოადგილემ გიორგი გონაძემ სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცა და წარმატება უსურვა.