სამოქალაქო განათლების პროგრამა ,,მომავლის თაობის" ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე 7 დეკემბერს ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ღებისა და უწერის სკოლების უფროსკლასელებს შეხვდა. შეხვედრას გუბერნატორის მოადგილე ემზარ საბანაძე, რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.შეხვედრამ კითხვა–პასუხის რეჟიმში ჩაიარა. გუბერნატორმა ახალგაზრდებს წარმოუდგინა რაჭაში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათთან ერთად მიმოიხილა განათლების სფეროში არსებული მდგომარეობა და მაღალმთიანი სკოლების პრობლემატურ საკითხებს გაეცნო.პროგრამა ,,მომავლის თაობა", რის ფარგლებშიც აღნიშნული შეხვედრა მოეწყო, განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებითა და USAID-ის დაფინანსებით მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.