ცაგერის მუნიციპალიტეტში დასრულდა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შიდა ინტერიერის მოწყობის სამუშაოები.
ცენტრის აღჭურვა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა, ფაზა II” პროექტის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით.
ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
ცენტრში შემოსულ ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ყველა საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტურისტული ღირსშესანიშნაობების შესახებ.