✔️ 28 თებერვალს, ქ.ამბროლაურში, ამბროლაურის ა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული კონკურსი "მოაზროვნე" ჩატარდა. ✔️ კონკურსში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების,საშუალო საფეხურის 72 მოსწავლე მონაწილეობდა. ✔️ კონკურსის მიზანია თავისუფალი აზროვნების, საპრეზენტაციო უნარების განვითარება და კლასიკოსთა ნაწარმოებების პოპულარიზაცია მოსწავლეებში. ↘️ კონკურსის მონაწილეებს სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ღუდუმიძემ და რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსმა ირმა მაქარაშვილმა წარმატება უსურვეს, პროექტის ავტორს, ქალბატონ ფიქრია ცხვედიანს კი, მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებისთვის.