საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გასამართი საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ლენტეხში დასკვნითი კონცერტი გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ რეგიონის მასშტაბით საახალწლო ღონისძიებები ოთხივე მუნიციპალიტეტში ჩატარდა და დღეს ლენტეხით დასრულდა.
მთელი დღის განმავლობაში ლენტეხის ცენტრში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები ჩატარდა, რომელიც ყველა თაობის ადამიანზე იყო გათვლილი.
მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
საღამოს მაყურებლის წინაშე ჯგუფი ,,რანინა’’ და ,,რეზო და ბავშვები’’ წარსდგნენ.
ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი, მერის მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
გალა კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.