✅ რაჭაში, ბარი-მრავალძლის გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს.
➡️ პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 398 900 ლარს შეადგენს.
➡️ 31 ივლისს, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
➡️ მრავალძალი რაჭის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-კულტურული ძეგლია, რომელიც დამთვალიერებელთა დიდ ინტერესს იწვევს. აღნიშნული გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს რაჭის პოპულარიზაციას და ტურისტების რაოდენობის გაზრდას.