ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში ახალგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკას ლადო ასათიანის სახელი მიანიჭა.
ბიბლიოთეკის პრეზენტაციაზე გამოიფინა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული უნიკალური ფოტოები, რომლებიც მის ცხოვრებას ასახავს.
სოფელ ლაჯანაში გამართულ ღონისძიებას დაესწრნენ ლადო ასათიანის ოჯახის წევრები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, გუბერნატორის ადმინისტრაციისა და
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები
პრეზენტაციის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობისა და სტუმრებისთვის სპეციალური კონცერტი გაიმართა; მოეწყო ადგილზე წარმოებული ქართული ღვინის დეგუსტაციაც.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში საზოგადოებრივი ცენტრი 2016 წლის 11 ნოემბრიდან ფუნქციონირებს. სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას აქვს საშუალება, ისარგებლოს უფასო ინტერნეტით და კომპიუტერებით. ადგილობრივთათვის ხელმისაწვდომია როგორც მატერიალური სახით არსებული წიგნები, ისე ელექტრონული ბიბლიოთეკაც.